როგორ ვიშოვოთ ფული საკუთარი მანქანით?

ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების ხანაა. აღარავის უკვირს დიდი მოძრავი ყუთები, რომლებიც ადამიანებს გაცილებით სწრაფი გადაადგილების საშუალებას აძლევენ.

ალბათ მიხვდით, საუბარი მაქვს მანქანებზე. მანქანების რაოდენობა საქართველოში ყოველთვიურად იზრდება, უკვე აღარავის უკვირს სხვის მიერ ახალი მანქანის შეძენა, ეს ყველაფერი კი უკვე ვიზუალურადაც შეეტყო გარემოს - ყველგან საცობებია. ამის მიუხედავად, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მოიკლოს კომფორტი, იარო სფეხით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით და საკუთარი მანქანა სახლში გააჩეროს, რათა გადაადგილება მეტად მარტივი გახდეს. ამ ფაქტის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანა ყველა ადამიანისთვის უდიდეს კომფორტს წარმოადგენს და მისი დათმობა არავის უნდა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მანქანა შემოსავლის წყაროდაც აქციოს. როგორ? ეს ხომ ყველამ იცის - ტაქსები. დიდი წვალების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტაქსის მძღოლებს საშუალება ეძლევათ თანხა გამოიმუშავონ ყოველდღიური მუშაობით.

ამ სამუშაოს გარდა, უფრო მარტივი გზა არსებობს ჩვენი მანქანით ფულის მიღების. ალბათ ამ სიტყვებმა დაგაინტერესათ, ამიტომ, დაწვრილებით გეტყვით, რას ვგულისხმობ. ეს არის ავტოსესხი! ალბათ, გაგიგიათ ამაზე, მაგრამ ახლა ვეცდები ცოტა უფრო გასაგებად აგიხსნათ, რას გულისხმობს ავტოსესხი. საქართველოში ძალიან გავრცელებული სესხის მიღების საშუალებაა ბანკში ბინის ჩადება, ალბათ დამეთანხმებით. მაგრამ ამ დროს სახლიდან არავინ გვყრის, ხომ? ანალოგიური სიტუაციაა ავტოსესხის დროსაც, ჩვენ კომპანია გვაძლევს ჩვენი მანქანის ღირებულების შესაბამის თანხას გარკვეული დროით, მაგრამ უფლებას გვიტოვებენ (ძირითად შემთხვევებში) მანქანა ვმართოთ როგორც და რა მიმართულებითაც გვინდა. არსებობს უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ბანკი, რომელიც ამ ავტოსესხს გვთავაზობს, ყველას კი განსხვავებული პირობები აქვს. მაშ, როგორ ავარჩიოთ მათ შორის საუკეთესო? მე თქვენ გთავაზობთ ძალიან კარგ საშუალებას, რათა თქვენი თვალით ნათლად შეადაროთ და გამოიტანოთ დასკვნა, თუ რომელ საფინანსო ორგანიზაციას მიმართოთ. ეს არის Sesxebi.com.ge - უნიკალური საშუალება მიკრო და მაკროსაფინანსო ორგანიზაციების შესადარებლად!

გამოიყენეთ ჩვენი საიტი, სანამ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებთ!

(R)