ცაში გაფანტული მილიონები ლარებში

საქართველოს ეკონომიკური განვითარების საბჭოს თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თბილისის ქუჩებში უფასო ინტერნეტის პრობლემას ეხმაურება. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"თბილისის ქუჩებში თითქოს ყველგან უფასო ინტერნეტია. იგი ”მე მიყვარს თბილისის” სახელითაა ცნობილი. სინამდვილეში მისი გამოყენება თითქმის შეუძლებელია, იმდენად უხარისხოა. უფრო მეტიც, ხელს უშლის იმ ადამიანებსაც, ვისაც მობილური ინტერნეტი აქვს ტელეფონში, რადგან ხშირად ავტომატურად გადაჰყავს რა ქალაქის უსარგებლო WiFi-ზე და სანამ სიგნალი არ გაქრება, ვერც იმით სარგებლობ, რაც გაქვს. ან იძულებული ხარ სახლიდან ყოველი გამოსვლისა ვაიფაი გათიშო.

რაში ყრის ფულს თბილისის მერია?! ან ხარისხიანი იყიდოს ( რაც ძალიან ძვირია) ან დაანებოს ყველა კუთხე-კუნჭულის დაფარვას, აიღოს რამდენიმე ადგილი, მაგალითად პარკები, ადამიანთა თავშეყრის ადგილები და მიაწოდოს ხარისხიანი სიგნალი. ყველას ეცოდინება, მათ შორის ტურისტებსაც, სად ჩამოჯდეს და გაცვალოს ინფორმაცია", - წერს რომან გოცირიძე.