„ვოლვო“ 59 ათას მანქანას გაიწვევს უკან

შვედური ავტოკონცერნი „ვოლვო“ მსოფლიოს 40 ქვეყნაში 59 ათას ავტომობილს გაიწვევს.

კომპანიის განცხადენით, ამის მიზეზი ელექტროსისტემის გაუმართავობაა, რომელმაც შესაძლოა ძრავის მუშაობაში პრობლემები გამოიწვის.

კომპანიის წარმომადგენლის სტეფან ელფსტრიომის განცხადებით, უკან გაწვევას დაექვემდებარება 2015 წელს გამოშვებული 60 და 70 სერიის მოდელები, რომელთაც დიზელზე მომუშავე 5-ცილინდრიანი ძრავი აქვთ.

მანქანები, რომელსაც „ვოლვო“ უკან გაიწვევს, ძირითადად შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გაიყიდა.

შვედური ავტოკონცერნი „ვოლვო“ 1927 წელს დაარსდა. 2010 წელს ავტომწარმოებლის მფლობელი კომპანია Geely Holding გახდა.