გაცნობის ახალი საიტი მომხმარებელს პარტნიორის სუნის მიხედვით შერჩევას სთავაზობს

გაცნობის ახალი საიტი Smell Dating მომხმარებელს სთავაზობს, პარტნიორები სუნის მიხედვით შეარჩიონ.

ABC News-ის ინფორმაციით, საიტზე ხელმოწერა 25 დოლარი ღირს. ხელმოწერის შემდეგ კი მომხმარებელი ფოსტით მიიღებს თეთრი ფერის მაისურს, რომელიც სამი დღე-ღამის განმავლობაში უნდა ატაროს. ამასთან, ამ სამი დღის განმავლობაში მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს სუნამო ან ოფლის საწინააღმდეგო საშუალება. სამი დღის შემდეგ მაისურს მომხმარებელი Smell Dating-ს ფოსტით დაუბრუნებს უკან.

კომპანიის წარმომადგენლები მაისურებს ანაწევრებენ და რამდენიმე ათეული მაისურის ერთ პატარა ნაგლებს კლიენტებს უგზავნიან ისე, რომ მაისურზე არც სქესი, არც ასაკი და არც სექსუალური ორიენტაცია არ არის მითითებული.

სასურველი სურნელის მიხედვით მომხმარებელი თავად ირჩევს მომავალ პარტნიორს.

Smell Dating-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ექსპერიმენტია.