რეკლამაში ნათქვამი ტყუილისთვის „უბერი“ მომხმარებლებს 28,5 მილიონ დოლარს დაუბრუნებს

კომპანია “უბერის“ განცხადებით, კომპანია ჯამში 28,5 მილიონ დოლარს დაუბრუნებს იმ მომხმარებლებს, ვინც პრეტენზია გამოთქვა, რომ „უბერმა“ მოატყუა და „უსაფრთხო მგზავრობის“ სანაცვლოდ, დამატებით 1 დოლარი გადაახდევინა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, საქმე ეხება ადამიანებს, ვინც 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 იანვრამდე ისარგებლებს „უბერის“ მომსახურებით. სასამართლო გარჩევისას, მათმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ „უბერი“ რეკლამაში აცხადებდა, სამსახურში აყვანისას მძღლებს ამოწმებდა და შესაბამისად, მგზავრებს უსაფრთხო მგზავრობს სთავაზობდა, რის სანცვლოდაც დამატებით 1 დოლარს ახდევინებდა მათ. თუმცა, მომხმარებელთა მტკიცებით, „უბერს“ სამსახურში აჰყავდა ქურდობისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებით ნასამართლევი მძღოლები.

„უბერის“ განცხადებით, კომპანიამ უარი ამოიღო რეკლამიდან სიცრუის შემცველი ინფორმაცია და ახლა მომხმარებელს დამტებით 1 დოლარის გადახდა ტაქსის გამოძახებისთვის მოუწევს.