მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ "გაზპრომის" აქციონერი აღარ არის

ასეთი მოკლე მეხსიერება როგორ გვაქვს, "სილქნეტი" ხომ არ ვართ?! აზერბაიჯანმა მოსახლეობის ნახევარი გათიშა და ჩვენ გაგვათბო,

- ასე ეხმაურება "გაზპრომთან" დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, "გაზპრომის" სახით საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში დამაქცევარი შემოიყვანა. "აზერბაიჯანის გადაკიდება შეიძლებოდა დღეს?! ასეთი მოკლე მახსოვრობა როგორ გვაქვს, "სილქნეტი" ხომ არ ვართ?! 2005 წელს გაითიშა მთელი საქართველო, "გაზპრომმა" წაგვიჭირა ყელში ხელი და აზერბაიჯანმა გათიშა თავისი მოსახლეობის ნახევარი და გაგვათბო ჩვენ. მერე მოგვცა კონტრაქტი და ასეთი იაფი გაზი მსოფლიოში თითქმის არავის არ აქვს, თუ თვითონ არ აწარმოებს. შარი მოსდეს, "სოკარი" ისე, "სოკარი" ასე, აზერბაიჯანი ისე და ასეო. შემოიყვანეს ისევ ჩვენი დამაქცევარი. ამის შემდეგ აზერბაიჯანმა რა უნდა იფიქროს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ უმადური ერი. ერს ალბათ არ დააბრალებენ, მაგრამ ამ ერს შეიძლება ჰყავდეს ძალიან უმადური ხელმძღვანელობა. ეს ფაქტებია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ "გაზპრომის" აქციონერი აღარ არის. "მთავარი პრორუსი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის "გაზპრომის" მთავარი კერძო აქციონერი. ხო გატყუებდათ, აღარ მაქვს "გაზპრომში" აქციებიო, მაგრამ შვეიცარიაში სპეციალური მოხსენება გამოქვეყნდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჩვეულებრივად აგრძელებს "გაზპრომის" კერძო აქციონერობას. მოგატყუათ. "გაზპრომის" აქციონერი პირდაპირ იღებს დავალებებს კრემლიდან. "გაზპრომში" "კაგებე" ვინმეს შეუშვებდა სხვანაირად?!", - განაცხადა სააკაშვილმა.