რა შეზღუდვები დაუწესდებათ ონლაინკაზინოებსა და რეალურ სათამაშო სახლებს

"ონლაინთამაშებში­ ყოველდღიურად­ 400 000 კაცია ჩართული"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირი­კაშვ­ილის ინიციატივით, ონლაინკაზინოების ფუნქციონირებაზე მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. მთავრობა­ მიიღებს ზომებს, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი, რომელიც­ სათამაშო ბიზნესს მოქალაქეებისთვის მოაქვს. დღეს ონლაინკაზინოებში დარეგისტ­რირება ინფორმაციის გადამოწმების გარ­ეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი მონაცემებით მოხდეს... ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმ­ენთა ასოციაცია "აფბა" აზარტული თამაშების რეგ­ულაციების კონცეფციაზე მუშაობს. "კვირის­ პალიტრა" ასოციაციის ანალიტიკოსს, ზურაბ­ კუკულაძეს, გაესაუბრა:

- ონლაინთამაშების გაკონტროლება რთული არ არის. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია ნებისმიერი­ ვებგვერდის წვდომა და შეზღუდვების და­წესება, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვ­ისტოს ომის დროს, როცა საზოგადოებას არ ჰქონდა რუსული ვებგვერდების წვდომა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 22 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ნანა ფიცხელაური