ქუთაისში "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქუთაისში "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა დღეს გამთენიისას, ქუთაისში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ნიღბიანი პირი სადგურში შეიჭრა და იქ მომუშავე პერსონალს ფული გასტაცა. წაღებულია 275 ლარი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო სამსახური გამოიძახეს. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.