კახა კალაძე "სოკარის" ხელმძღვანელობას შეხვდება

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. როგორც კალაძემ განაცხადა, მას ექნება შეხვედრები კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებთან და ასევე კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან.

"აქტიურად ვმუშაობ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰდენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, ალბათ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს "გაზპრომთანაც"," - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ვენაში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრას "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან, კალაძის თქმით, კონკრეტულად არავითარი შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული.

ვიცე-პრემიერი ვარაუდობს, რომ აღნიშნული საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.