გუდაურამდე მისვლა შეუფერხებლადაა შესაძლებელი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომანქანებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და გუდაურამდე მისვლა შეუფერხებლადაა შესაძლებელი.

"ამ დროისთვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები:

თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - ნათქვამია ინფორმაციაში.