CENN ახალგაზრდა მეტყევეებს გადაამზადებს

აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტიდან შერჩეული ათკაციანი მეტყევეების ჯგუფის გადამზადება თბილისის მერიის ეკოლოგიური და გამწვანების სამსახურმა CENN-თან თანამშრომლობით დაიწყო.

როგორც CENN-ში აცხადებენ, ახალგაზრდებს ტრენინგი მოვლითი (სანიტარული) ჭრების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩაუტარდათ.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სტუდენტები ტყის მოვლის ცოდნასა და უნარებს შეითვისებენ, შემდეგ თავად გახდებიან ტრენერები და სხვა ახალგაზრდებს გადაამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯგუფის მიერ, კუს ტბაზე 6500-მდე ხე უკვე მოინიშნა.

სპეციალისტების განცხადებით, თბილისის შემოგარენში ტყის მდგომარეობის კუთხით სავალალო მდგომარეობაა.

"მავნებლის (მბეჭდავი ქერქიჭამია) გამო გახმა დიდი რაოდენობით წიწვოვანი მერქნიანი სახეობები (ფიჭვი და კედარი) შესაბამისად, აუცილებელია ხმელი და ხმობადი ხეების მოჭრა, რაც განსაკუთრებულად დიდ ყურადღებასა და საქმის კარგად ცოდნას მოითხოვს", - აცხადებენ CENN-ის პრესსამსახურში.