ტაჯიკეთში სამართალდამცველებს 56 კგ ნაკორტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს

ტაჯიკეთში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 4 სამართალდამცველი დააკავეს.

ყველა მათგანი ტაჯიკეთის შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის რეგიონული განყოფილების თანამშრომელია.

მილიციის თანამშრომლები ავღანეთის საზღვართან დააკავეს. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 56 კგ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.

წყაროს თანახმად, დაკავებულები ნარკოტიკების ტრანსპორტირებას დუშანბეში აპირებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.