ყველაზე ძვირად ღირებული შეცდომები, რომლებიც ადამიანებს დაუშვიათ

ზოგიერთი შეცდომა არ არის მხოლოდ უიღბლობა, იგი ხშირად დიდ დანაკარგს იწვევს. წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომებს, რომლებიც ადამიანებმა ნებსით თუ უნებლიედ დაუშვეს.

"ეფლი"

რონალდ უეინი სტივ ჯობსთან ერთად "ატარიში" მუშაობდა, ვიდრე ორივე სტივენ ვოზნიაკთან ერთად კომპანია ”ეფლზე” დაიწყებდნენ მუშაობას. ის არა მხოლოდ საქმიანი პარტნიორი, არამედ კომპანიის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თუმცა იმის შიშით, რომ კომპანია თავისი პარტნიორების გამოუცდელობის გამო, წარმატებას ვერ მიაღწევდა, კომპანიის აქციების თავისი 10%-იანი წილი გაყიდა და ჯამში, 2 300 დოლარი მიიღო. აქციები რომ შეენარჩუნებინა, 2011 წელს მათი ღირებულება 35 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა.

"ვარსკვლავური ომები"

ჯორჯ ლუკასი ”ვარსკვლავური ომების” შექმნისას ბევრ წინაღობას წააწყდა. კინოსტუდიას 20th Century Fox დიდი ხანი მოუწია ვაჭრობა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით. სტუდია ფიქრობდა, რომ ფილმი თავის დაფინანსებას გაქირავებაში ვერ ამოიღებდა, ამიტომ ბიუჯეტი 350 000 დოლარით შეამცირეს იმ პირობით, რომ ლუკასს ”ვარსკვლავური ომების” ბრენდზე ყველა უფლება დარჩებოდა. როგორც ყველამ ვიცით, ფილმმა არნახული წარმატება მოიპოვა და მისი მიხედვით შეიქმნა ვიდეოთამაშები, სათამაშოები, წიგნები და სხვა უამრავი სამომხმარებლო ნივთი. საერთო ჯამში, ბრენდმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა, მაგრამ ”ფოქსს” აქედან ერთი ცენტიც არ შეხვდა.

განაგრძეთ კითხვა