დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შესაძლო დატოვების ფონზე, ფუნტის კურსი მკვეთრად დაეცა

ლონდონის მერის ბორის ჯონსონის განცხადების შემდეგ, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის კამპანიას,

ბრიტანული ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა და 2009 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დღეს დილით ფუნტი დოლართან 2,1%-ით გაუფასურდა და ერთი ფუნტის ღირებულებამ 1,41020 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2009 წლის მარტის შემდეგ. დაახლოებით 1,02%-ით დაეცა ფუნტის კურსი ევროსთან მიმართებაში და 1,27990 ევრო შეადგინა.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან შესაძლო გამოსვლის საფრთხის ფონზე, მიმდინარე წელს ფუნტი დოლართან მიმართებაში ჯამში 4%-ით გაუფასურდა.