პარლამენტი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს იწყებს

პარლამენტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს იწყებს. საბიუჯეტო პროექტის განხილვები რეგიონებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

პირველი საჯარო განხილვა ხვალ, 12:00 საათზე თელავში გაიმართება. საჯარო განხილვები დაგეგმილია ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში.