იტალიური ავიაკომპანია "ალ-იტალია" ქართულ ბაზარს ტოვებს

იტალიის ნაციონალური ავიახაზებმა "ალ-იტალია"-მ ქართული ავიაბაზარი დატოვა.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ლიპარტელიანმა განუცხადა, კომპანია გაზაფხულიდან რეისებს აღარ განაახლებს. მისი თქმით, საქართველოდან რეისები სეზონურად სრულდება და აპრილიდან უნდა განახლებულიყო.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეისები აღარ შევასრულოთ, რადგან ეს კომერციულად მომგებიანი აღარ არის და გაზაფხულიდან რეისები აღარ განახლდება", - განაცხადა გიორგი ლიპარტელიანმა.

"ალ-იტალია" რეისებს რომის მიმართულებით ასრულდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე