მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, თბილისის მერთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს, მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 23-ე მეტროს სადგურს აშენებს.

სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 83 000 670.45 ლარია.