ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ორმხრივ უვიზო რეჟიმს მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან დააწესებს

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ორმხრივ უვიზო რეჟიმს მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან დააწესებს. როგორც სააგენტო "ტასი" იტყობინება, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ განაცხადა.

მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლას მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც ე.წ. "აფხაზეთის დამოუკიდებლობა" აღიარეს.

კან ტანიას ცნობით, "ვიზების გამარტივებული წესით გასაცემად" ფსოუზე ახალი "გამშვები პუნქტი" გაიხსნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე