ქუვეითმა საქართველოდან ზოგიერთი პირუტყვის იმპორტი აკრძალა

ქუვეითის სასოფლო-სამეურნეო საქმეთა და თევზის რესურსების სახელმწიფო უწყებამ საქართველოდან ზოგიერთი პირუტყვის იმპორტი აკრძალა.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი საქართველოში კატარული ცხელების ეპიდემიის გავრცელებაა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაავადებული პირუტყვი უკან, საქართველოში გაიგზავნება.

Gulf Digital News-ის ცნობით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში კატარული ცხელების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.