ტყიბულში გაფიცული მაღაროელები გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავენ

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები რაიონის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულის ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდა.

აქციაზე მივიდა ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ელისო ჩაფიძე ითხოვს ტყიბულისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნებას.

გაფიცულ მეშახტეებს ასევე შეუერთდნენ ქსნის მინის ქარხნის, ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის ფეროს პროფკავშირების წარმომადგენლები. მეშახტეებთან ერთად იმყოფება ასევე ნახშირისა და სამთო მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელი თემურ გვენეტაძე.