მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული კერძი

1. უზარმაზარი ბურგერი FleurBurger 5 ათასი აშშ დოლარი ღირს. ამ ძვირადღირებული კერძის დაგემოვნება აშშ-ის ლას ვეგასში შეიძლება. ბურგერის შემქმნელი ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეული ჰიუბერტ კელერია. ბურგერის შეძენის მსურველს Château Pétrus-ის ღვინოს და ექსკლუზიურ ბოკალსაც ჩუქნიან.

2. ნიუ იორკში მდებარე ლეგენდარული კაფე Serendipity III მაღალი ფასებითაცაა ცნობილი. დესერტი Golden Opulence Sundae 1 000 აშშ დოლარი ღირს. ამ დესერტის დაგემოვნება თუ გსურთ, შეკვეთა 48 საათით ადრე უნდა მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზარეულები დახვეწილი დესერტის მომზადებას ვერ მოასწრებენ.

3. ნიუ იორკში იყიდება ყველაზე ძვირადღირებული ომლეტიც. Norma’s რესტორანში მზარეულები მის დასამზადებლად ლობსტერსა და ხიზილალას იყენებენ. ომლეთის ღირებულება 1 000 აშშ დოლარია.

4. გაგისინჯავთ სუში 2034 აშშ დოლარად? ამ ექსტრემალური ნაბიჯის გადადგმა თუ გადაწყვიტეთ, მაშინ ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მზარეულ ანგელიტო არანეტა-უმცროსთან უნდა ჩახვიდეთ. კულინარიის ეს შედევრი 24-კარატიანი ოქროს ფილებშია გახვეული და ბრილიანტები ამშვენებს.

5. იტალიელი შეფ-მზარეული რენატო ვიოლა კი გურმანებს 8 300 ევროს ღირებულების პიცას სთავაზობს. 20-სანტიმეტრიანი პიცა Louis XIII ძვირადღირებული ინგრედიენტებისგან მზადდება, მათ შორის ხიზილალას სამი სახეობისგან.

6. ფრანგი კონდიტერის, პიერ ერმეს ტკბილეული ბევრ კულინარიულ მაღაზიაში იყიდება. ტკბილეულისგან განსხვავებით, შეფ-მზარეულის მაკარონი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. კონდიტერის Macaroons Haute Couture-ის ერთი ფუტის ღირებულება 5 750 ევროა. მისი შეძენა პარიზშია შესაძლებელი. ერმეს "მაკარონი" წარმოადგენს განსაკუთრებულ ტკბილეულს, რომელიც შეიცავს ეგზოტიკურ ინგრიდიენტებს, მათ შორის ვარდის ფურცლებსა და შამპანურს.

7. ლონდონის Bombay Brasserie-ის რესტორანში 2 000 ევროდ, აზიური კერძი სახელწოდებით "კარი" იყიდება. კერძის დასამზადებლად ძვირადღირებულ ზღვის პროდუქტებს იყენებენ.

8. შრი-ლანკაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დესერტი - The Fortress Stilt Fisherman Indulgence იყიდება. ტკბილეულს ამშვენებს 80-კარატიანი აქვამარინი, დესერტის ღირებულება კი 14 500 აშშ დოლარია.

9. ვაგიუს ხორცი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. ამბობენ, რომ ხარებს ლუდს ასმევენ და მასაჟს უკეთებენ, რის გამოც, ვაგიუს ხორცი ასეთი ნაზია. ღვეზელი ვაგიუს ხორცით 8 000 ევრო ღირს. მის დაგემოვნებას ბრიტანეთის ლენკეშირში, Fence Gate Inn-ის რესტორანში შეძლებთ.

10. სტამბოლში თუ მოხვდით, Çırağan Palace Kempinski-ს სასტუმროს რესტორანში გასინჯავთ 1 000 აშშ დოლარის ღირებულების ტკბილეულს. დესერტი დაფარულია 24-კარატიანი ოქროს ფენით. ტბილეული ვერცხლის ზარდახშაშია მოთავსებული, რომელსაც სუვენირის სახით მიიღებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა