დავით ნარმანია პროკურორის შვილის დაფინანსებაზე - ადგილი არ ჰქონია შეცდომას, თუმცა იყო არასასურველი შემთხვევა

კანონი არ ზღუდავს, დაფინანსდეს და წახალისდეს სტუდენტი, რომელმაც წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა , - აღნიშნული განცხადებით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტებები, მერიის მიერ პროკურორის შვილის პარიზში ცხოვრების ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ნარმანიას განცხადებით, "ადგილი არ ჰქონია შეცდომას, თუმცა იყო არასასურველი შემთხვევა". თბილისის მერი ამბობს, რომ აღნიშნული თემით მანიპულირებას აქვს ადგილი.

"დაფინანსება სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი თანხებით არ განხორციელებულა. "სხვა სოციალური დახმარება" გულისხმობს სარეზერვო ფონდს, საიდანაც ხდება, როგორც წესი, განათლების, ასევე სხვა ისეთი საკითხების მხარდაჭერა, რაც ბიუჯეტის მუხლებით გათვალისწინებული არ არის. ნამდვილად მანიპულირებას აქვს ადგილი, როდესაც ამბობენ, რომ დაფინანსება სოციალურად დაუცველთა თანხებიდან მოხდა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.