გაფიცულები მინდელის მაღაროს ადმინისტრაციის ეზოში არიან შეკრებილები

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები და ქალაქის მოსახლეობა მინდელის სახელობის მაღაროს ადმინისტრაციის ეზოში არიან შეკრებილები.

მაღაროელებთან ერთად ადმინისტრაციის ეზოში იმყოფებიან ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ასევე ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მაღაროელებს თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება სურთ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა ხელფასების მომატება.

"თუ ადმინისტრაცია ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ გადადგნენ", - განაცხადეს მაღაროელებმა. ისინი ადგილზე დავით ბეჟუაშვილის ჩასვლასაც ითხოვენ.

ტყიბულში გაფიცულმა მაღაროელებმა რაიონის გამგეობასთან საპროტესტო აქციაც გამართეს.