„ურალის ავიახაზები“ საქართველოში რეისების სიხშირის გაზრდას გეგმავს

რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ საქართველოში ავიარეისების სიხშირის გაზრდას გეგმავს.

avia.pro-ს ინფორმაციით, ამჟამად რუსული ავიაკომპანია საქართველოში მხოლოდ ერთ რეგულარულ რეისს ახორციელებს.

„ თუ ავიაოპერატორის ხელმძღვანელობა საქართველოს წარმომადგენლობასთან ავიარეისების რაოდენობის გაზრდაზე შეთანხმებას მიაღწევს, „ურალის ავიახაზები“ საქართველოში კვირაში 6-ჯერ იფრენს“, - ნათქვამია avia.pro-ს გავრცელებულ განცხადებაში.

ხვალიდან „ურალის ავიხაზები“ მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს. ზაფხულიდან კი რეისების სიხშირეს კვირაში სამამდე გაზრდის.