"ბიუჯეტში ფული არ შემოდის"

საქართველოს ეკონომიკური განვითარების საბჭოს თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიუჯეტის შევსების საკითხს ეხმაურება. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"ბიუჯეტში ფული არ შემოდის. მთავრობის მიერ დეფიციტურმა ხარჯვამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. იღებენ ძველი ნაშთებიდან და აუფასურებენ ლარს. მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრისგან ფეხს ითრევს. თავს იმართლებს, რომ ამას მოგების გადასახადის შემცირებით წარმოქმნილი დანაკლისის დასაბალანსებლად გავაკეთებთო. ანუ იქით აყვედრის ხალხს: გინდათ ნაკლები გადაიხადოთ, მეტად მოუჭირეთ ქამრებსო. სინამდვილეში ეკონომიკა გაჩერებულია და შემოსავლებშიც პრობლემებია. საკითხი ასე დგას: ან სეკვესტრი, ან ლარის გაუფასურება და ინფლაცია. ორი თვე გავიდა, მთავრობა კი კვლავ ილუზიებში დაცურავს.

შარშანდელივით", - წერს რომან გოცირიძე.

bpn