გლდანის საშაურმეში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

გლდანში, ერთ-ერთ საშაურმეში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.