ტყიბულში 1000-მდე მაღაროელი მეთერთმეტე დღეა გაფიცულია

ტყიბულში, 1000-მდე მაღაროელი მეთერთმეტე დღეა გაფიცულია. მათი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

მაღაროელები საპროტესტო აქციას ტყიბულის გამგეობასთან მართავენ. აქციაზე მათ მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა და მაღაროელთა ოჯახის წევრები იმყოფებიან. ასევე, მეორე დღეა აქციას სტუდენტთა ნაწილი შეუერთდა და მხარდაჭერას უცხადებს.

ამ დროისთვის ტყიბულის მაღაროში საწარმო პროცესი შეჩერებულია.