"ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის მხარდაჭერის საკითხზე კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან გამართავს

ფრაქცია "ქართული ოცნება" ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის მხარდაჭერის საკითხზე კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან გამართავს.

სახელისუფლებო ფრაქცია გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას უახლოეს დღეებში - მომავალი კვირის სესიამდე გეგმავს.

"ამ კვირის ბოლოს, ფრაქციას კობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გვექნება სამუშაო შეხვედრა და ფრაქციის პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით ამ თემაზე ერთიანი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იგეგმება ფრაქციის შეხვედრა პრემიერთან. გიორგი კვირიკაშვილთან სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს ვგეგმავთ, მათ შორის კომიტეტების მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე. საუბარი შეეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის გვენეტაძის საკითხს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ.