რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესები დაურეგულირდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ერთად, კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების კვეთაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, აღნიშნულ კვეთაზე მოძრაობის წესების დარეგულირების თხოვნით მოსახლეობამ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა.

შეხვედრისას რიმა ბერაძეს და რაიონის ხელმძღვანელობას მაცხოვრებლებმა არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.

,,სწორედ ამ მიზნით ჩემს გვერდით იმყოფება ჩემი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, რომელიც ამ დარგის ექსპერტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პროფესიონალებთან თანამშრომლობისთვის", - განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისივე თქმით, საკითხის არსში დეტალურად გარკვევისა და შესწავლის მიზნით, საკრებულოში შეხვედრა გაიმართება, სადაც სპეციალისტები პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.