„აფხაზეთში ენერგეტიკული კომუნიზმის ეპოქა დასრულდა“

„აფხაზეთში ენერგეტიკული კომუნიზმის ეპოქა დასრულდა“ - სტატიას ამ სათაურით რუსი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი გამოცემა Eurasia Daily-ზე აქვეყნებს.

კრივენიუკი წერს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აფხაზეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განადგურდა. ადგილობრივ ხელისუფლებას უამრავი დრო ჰქონდა, რომ აფხაზეთს შეემცირებინა ენერგეტიკული დამოკიდებულება ენგურჰესისგან, მაგრამ ეს არ მომხდარა.

კრივენიუკის მოსაზრებით, „პასუხისმგებლობა ენერგეტიკული კრიზისითვის მხოლოდ „აფხაზეთის ხელისუფლებას“ აკრისია, რადგან შეაყოვნა საჭირო რეფორმები და ყურადღება გაამახვილა „ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე“.

„ამჟამინდელი ხელისუფლება ამავე გზით მიდის, ამიტომ მოსალოდნელია ახალი კრიზისები და სულ უფრო მეტი პრობლემა“, - წერს კრივენიუკი.

მისი შეფასებით, აფხაზეთში ინფრასტრუქტურა თვალწინ ნადგურდება და ეს ეხება გზებს, ხიდებს, წყლამომარაგებას და სხვა სფეროებს, ქალაქი კი თანდათანობით იშლება. მძიმე სიტუაციის განმუხტვა ნაწილობრივ ხდება რუსული მხარის დაფინანსებული „საინვესტიციო პროგრამით“, თუმცა ამ სახსრებით ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება მაინც შეუძლებელია.

ანტონ კრივენიუკი წერს, რომ აფხაზეთი ინფრასტრუქტურულ კოლაფსს უახლოვდება, რაც მომავალში პოლიტიკურ ცხოვრებაზეც აისახება, მოსალოდნელია გადატრიალებები, კრიზისები და რეფერენდუმები.

გარდა ამისა,  აფხაზეთი სხვა ბევრი საფრთხის წინაშე დგას: ესენია ცხოვრების ხარისხისა და დონის დაცემა, სოციალური პოლარიზაცია, კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესება, შიდამიგრაციული პროცესების დაწყება და სახელმწიფოს მხრიდან გავლენის დაკარვა.

კრივენიუკის მოსაზრებით, ამის შედეგად „სახელმწიფო ინსტიტუტებს აღარ აღიქვამენ ლეგიტიმური ძალაუფლების წყაროდ“, გარე აგენტები კი, პოლიტიკაში თუ ეკონომიკაში, პირდაპირი კავშირებს დაამყარებენ აფხაზ კონტრაგენტებთან.

„სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმურობის სრული დაკარგვა ძალიან სწრაფად დაშლის უსაფრთხოების სისტემასა და სამართალდამცავი სისტემის შესაძლებლობას, საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს...

ამ კოლაფსს ადასტურებს ენერგეტიკული კრიზისი, რომლის დაძლევა პრინციპში შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება მისი „გადადება“, თუ რუსეთს ან საქართველოს ემათხოვრე“, - წერს კრივენიუკი. მისი მოსაზრებით, კრიზისის დაძლევის ერთადერთი იმედი აფხაზური საზოგადოებაა.