60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა

ცაიშის, ომალოს, აბასთუმნის მოსახლეობას ბუნებრივი გაზი ექნება

60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის განკარგულებას "საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ" დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს არის 21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი სოფლების, როგორიცაა მაგალითად, ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი და ა.შ," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგად 8 000-მდე აბონენტს ექნება ბუნებრივი გაზი.