თბილისში ველოქსელი განვითარდება

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფი თბილისის ველოქსელის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს.

ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსის, ვახტანგ ჯოხაძის ინფორმაციით, კონცეფციის მიზანი ქალაქში ეკოლოგიურად ჯანმრთელი სატრანსპორტო საშუალების, ველოსიპედის დანერგვა და წახალისებაა.

კონცეფციის მიხედვით, ველოქსელის განვითარება რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს. საწყის ეტაპზე კი, საჭიროა გადაადგილების მარშრუტების დადგენა და ველობილიკების განთავსება. კონცეფციის მიხედვით, ველოქსელის ძირითად მარშრუტებში სამი უბანი გამოიყო:

1. ვაჟა ფშაველას გამზირი - ქავთარაძის ქუჩა - ყაზბეგის გამზირი - პეკინის გამზირი

2. ჭავჭავაძის გამზირი - მელიქიშვლის გამზირი - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - პუშკინის ქუჩა - შავთელის ქუჩა - ერეკლე მე2-ს ქუჩა.

3. ზაარბრიუკენის მოედანი - აღმაშენებლის გამზირი.

რაც შეეხება საპილოტე მარშრუტს, კონცეფციის მიხედვით, ჯგუფი მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაკის პარკის დედა ენისა და რიყის პარკებთან დაკავშირებას. აღნიშნული მარშრუტისთვის შერჩეულია ჭავჭავაძისა და რუსთაველის სავალი ნაწილის ან ტროტუარის ზოლი. თავისუფლების მოედნიდან ველობილიკი სამ მიმართულებად დაიყოფა:

იხილეთ გაგრძელება

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე