მარიამ ვალიშვილი - რუსეთთან მიღწეული შეთანხმებით ყველა მხარე კმაყოფილია

აფხაზეთს ერთი თვე აბსოლუტური ჩაბნელება ემუქრებოდა,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რუსეთთან მიღწეული შეთანხმებით ყველა მხარე კმაყოფილია.

"ფასებს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან შეღავათიან ფასად ვიღებთ. ეს იყო პირობა აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის, რომელიც არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება. გაზრდილი მოხმარების და სხვა ფაქტორების გამო, ენგური და "ვარდნილჰესი" ვერ უზრუნველყოფდა აფხაზეთის მომხმარებლის დაკმაყოფილებას და მინიმუმ ერთი თვე აბსოლუტური ჩაბნელება ემუქრებოდა. კეთილი ნება გამოვხატეთ, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და რუსეთთან მოვილაპარაკეთ, რომ დამატებითი მოცულობების მიწოდება აფხაზეთში შეღავათიან ფასში მოხდეს პირველ აპრილამდე. ამ შედეგით ყველა მხარე კმაყოფილია", - განაცხადა ვალიშვილმა.