ისრაელის კომპანია BRIMAG საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით დაინტერესდა

საპარტნიორო ფონდში ისრაელის კომპანია BRIMAG-ის პრეზიდენტმა შაულ ზილბერშტეინმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნიკის მაღაზიების ქსელის მფლობელი BRIMAG "ელიტ ელექტრონიქსის" ინვესტორია.

შაულ ზილბერშტეინმა ფონდის მენეჯმენტისგან მოისმინა ინფორმაცია საქმიანობის სფეროებისა და სტრატეგიის შესახებ. კომპანია დაინტერესებულია ახალი ერთობლივი ბიზნესების განვითარებით საქართველოში და ამ კუთხით საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი BRIMAG ჰოლდინგური კომპანიაა, რომელსაც 70-ზე მეტი ტექნიკის მაღაზია გააჩნია ისრაელსა და ინდოეთში. კომპანიის აქციები თელ-ავივის საფონდო ბირჟაზეა კვოტირებული.