საერთაშორისო სავალუტო ფონდი - მსოფლიო ეკონომიკა კვლავ სუსტია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა კვლავ სუსტია და ძალზე მოწყვლადი გახდა „ძლიერი შოკებისთვის“.

როგორც ფონდის ექსპერტები განმარტავენ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ვარდნა მზარდი ფინანსური არასტაბილურობისა და აქტივობების ფასების დაცემის ფონზე მიმდინარეობს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ზრდა შენელდა, ზოგიერთ ქვეყანაში მოთხოვნის დაცემა კი, ეკონომიკური ზრდის აღდგენის პროცესს აფერხებს.

ფონდის ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის არცერთი პროგნოზი არ გამართლდეს ბაზარზე არსებული არასტაბილურობის, ნავთობის ფასის დაცემისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების გამო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლის დასაწყისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ეკონომიკის გლობალური ზრდა 3,4%-ს შეადგენს, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 3,6%-მდე გაიზრდება.