ახალი შეზღუდვები მშენებლობის მასშტაბებზე თბილისში - რას შეცვლის რეგულაციები დედაქალაქში

თბილისში მშენებლობების მასშტაბების ცვლილებაზე დროებითი შეზღუდვა წესდება.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე K2 კოეფიციენტის მატება შეიზღუდება და დეველოპერს უკვე დამტკიცებული პროექტისთვის პარამეტრების შეცვლა მხოლოდ ერთჯერადად შეეძლება. იცვლება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც.