ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4839 ლარი გახდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა,

რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4839 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4853 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0014 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7373 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7286 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.