დიმიტრის ავრამაპოლუსი - ევროკავშირს შენგენის სისტემის გადასარჩენად 10 დღე აქვს

ევროკავშირის მიგრაციის კომისრის, დიმიტრის ავრამაპოლუსის განცხადებით, ევროკავშირს შენგენის სისტემის გადასარჩენად 10 დღე აქვს. euronews.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ავრამაპოლუსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ევროკავშირს 10 დღე აქვს დარჩენილი 7 მარტს, თურქეთთან დაგეგმილ სამიტამდე, რათა საემიგრაციო ნაკადის მართვა მოახერხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენგენისა და საემიგრაციო სისტემა ევროკავშირში მთლიანად დაემხობა", – აღნიშნა ავრამაპოლუსმა.

მისივე განმარტებით, მომდევნო 10 დღეში ევროკავშირს სჭირდება არსებითი და ეფექტური ზომების მიღება, რათა სისტემა მთლიანად არ ჩამოიქცეს.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/847