გაფიცულმა მაღაროელებმა აქცია განაახლეს

გაფიცულმა მაღაროელებმა აქცია განაახლეს. მაღაროელები კვლავ მინდელის სახელობის მაღაროსთან არიან შეკრებილნი. მათთან ერთად იმყოფება ადგილობრივი მოსახლეობა და სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც ტყიბულში მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისიდან ჩავიდა.

აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გაფიცულების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.