ევროპარლამენტმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც საუდის არაბეთის წინააღმდეგ იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესებას გულისხმობს. Euobserver-ის ცნობით, რეზოლუციას მხარი 359-მა დეპუტატმა დაუჭირა, 212 კი წინააღმდეგი იყო.

რეზოლუცია ევროკომისიას მოუწოდებს, დაწესდეს ემბარგო საუდის არაბეთის წინააღმდეგ, ამის მიზეზი კი, ამ ქვეყნის მიერ იემენში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაა.

როგორც ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, საუდის არაბეთი იარაღს დიდი ბრიტანეთისგან, ესპანეთისგან, საფრანგეთისგან, იტალიისა და გერმანიისგან ყიდულობს.