გუდაური-კობის მონაკვეთზე 18:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ზვავსაშიშროებაა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებაა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. "რის გამოც 25 თებერვლის მსგავსად, აღნიშნულ მონაკვეთზე 26 თებერვლის დღის 14:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.