ამერიკული ფონდი უკრაინაში ხორბლის გიგანტურ საცავს ააშენებს

ამერიკული აგრარული ფონდი Cargill ურაინის მთავრობასთან შავ ზღვაზე, ხორბლის გიგანტური საცავის აშენებაზე შეთანხმდა.

euronews.ge-ის ინფორმაციით, 100 მილიონ დოლარიანი პროექტის განხორციელება უკრაინას აგრარულ „სუპერჰაბად“ აქცევს. უკრაინის პრემიერის, არსენ იაცენიუკის განცხადებით, ხორბლის ტერმინალი შავ ზღვაზე, ოდესასთან ახლოს, "იუჟნი" პორტში აშენდება.

Cargill ტერმინალის 51% წილის მფლობელი იქნება. შეთანხმება უკრაინულ კომპანია M.V. Cargo-სთან უკვე გაფორმებულია. პორტის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, შექმნას საჭირო საზღვაო და ტექნიკური პირობები პროექტის დასაწყებად.

ამერიკულ კომპანიას საშუალება ექნება ხორბლის და სხვა სახის მარცვლეულის შენახვისა და ტრანსპორტირების. თავდაპირველი მოცულობა 5 მილიონი ტონა, ხოლო შემდეგ კიდევ დამატებით 4 მილიონამდე ტონა იქნება.

იხილეთ გაგრძელება