თინა კანდელაკი თავის სააგენტოს ყიდის

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საკომუნიკაციო სააგენტო „აპოსტოლს“ ყიდის.

რუსული მედიის ცნობით, შარშან ივლისში კანდელაკი სპორტული ტელეკომპანია „Матч ТВ“-ს გენერალური დირექტორი გახდა, ამიტომ სააგენტოსთვის დრო აღარ აქვს.

„აპოსტოლის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში აცხადებენ, რომ ამჟამად განიხილება სააქციო გარიგების ვარიანტი, რომლის ფარგლებში სააგენტოს შემადგენლობაში შესაძლოა, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი შევიდეს.

არსებული პროგნოზით, „აპოსტოლი“ დაახლოებით 1,2-1,5 მილიარდი რუბლი ღირს. თინა კანდელაკი სააგენტოს აქციების 99,5 %-ის მფლობელია.