გაფიცული მაღაროელებისა და "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ტყიბულელი მაღაროელებისა და კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ხელმძღვანელების შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა.

კომპანიის ადმინისტრაციამ მაღაროელებს ორი თვის შემდეგ ხელფასების 5 პროცენტით მომატება შესთავაზა, რასაც გაფიცულები არ დათანხმდნენ.

მაღაროელები მე-13 დღეა გაფიცულები არიან. ისინი ამ დრომდე მინდელის სახელობის მაღაროსთან არიან შეკრებილი, სადაც მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლები იმყოფებიან.