ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება, - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც Euronews.ge ავრცელებს.

სტატიის თანახმად, სამწლიანი ურთულესი მოლაპარაკებები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს. ამის შესახებ ხელშეკრულებაზე (TTIP) მომლაპარაკებელმა დელეგაციათა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

"მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი წუხელ წარმატებით დავასრულეთ," - აცხადებენ დიპლომატები.

2013 წლის შემდეგ მიმდინარე მოლაპარაკებათა მიზანი მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო შეთანხმების დადებაა, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბარიერების მოხსნასა და რეგულირების ჰარმონიზებას უზურნველყოფს.

"ჩვენ მზად ვართ დავასრულოთ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე", - განაცხადა ევროკავშირის მომლაპარაკებელმა იგნასიო ბარსერომ ბრიფინგზე.

სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/943.