რატომ არ მიჰყიდეს ებრაელ ინვესტორს გარდაბნის თბოსადგური 270 მილიონად?

საქართველოს ეკონომიკური განვითარების საბჭოს თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გარდაბნის თბოსადგურის გაყიდვის საკითხს ეხმაურება. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"ენერგეტიკა გახდა ყველაზე არაეფექტური და კორუფციული დარგი. გარდაბნის თბოელექტროსდგური, რომელიც შარშან შევიდა მწყობრში და რომელიც 250 მილიონი დოლარი დაჯდა, უნდა გაყიდულიყო ზაფხულში და ებრაელი ინვესტორები 270 მილიონ დოლარს იძლეოდნენ. ბოლო მომენტში ვიღაცამ რატომღაც ჩაშალა ეს გარიგება. არა და როგორ ჰაერივით სჭირდებოდა ეს ვალუტა ეკონომიკას, ლარს და ახალ საინვესტიციო პროექტებს. გარდაბნის სადგური ერთ-ორ წელიწადში იქცევა ტიპიურ სახელმწიფო საწარმოდ, სადაც მრავალათასიან ანაზღაურებად ადგილებზე დასაქმდებიან ჩინოვნიკების ნათესავები და პარტიული და არაპარტიული მეგობრები.

გაყიდიან ოდესმე ჩალისფასად", - წერს გოცირიძე.