ბილ გეითსი: 15 წელიწადში ჩვენ სუფთა ენერგიის „სასწაული“ გვექნება

დღეს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ წერილში ბილ გეითსი აცხადებს, რომ უახლოეს 15 წელიწადში მსოფლიოს სუფთა ენერგიის მოპოვების საშუალება ექნება. ინფორმაციას Euronews.ge ავრცელებს. გეითსის განცხადება ეყრდნობა მის მიერ წერილში ციტირებულ მეცნიერთა გამოკვლევებს. გეითსი ამბობს, რომ ის განცვიფრებულია იმ მწირი დაფინანსებით, რაც სუფთა ენერგიის კვლევებში იხარჯება. იგი მომდევნო 5 წლის მანძილზე აპირებს თავისი თანხებიდან 1 მილიარდი დოლარი გაიღოს სუფთა ენერგიის კვლევებისა და ტექნოლოგიის განვითარებისათვის.

„მომდევნო 15 წელიწადში მე ველოდები სუფთა ენერგიის წყაროების აღმოჩენას, რაც გადაარჩენს ჩვენს პლანეტას“,-აცხადებს გეთსი. მან ასევე მომდევნო თაობის ბირთვული ენერგიის ტექნოლოგიის განვითარებაში პირადი ინვესტირება განახორციელა.

სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/932