აშშ-ის მთავრობა: უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევის ბრალი იყო

რადიო “თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინაში დეკემბერში ელექტროენერგიის გათიშვა, რომელმაც 225 000 აბონენტი დატოვა დენის გარეშე, კიბერშეტევის ბრალი იყო. ინფორმაციას Euronews.ge ავრცელებს.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა მტკიცებით, ეს აქამდე ცნობილი პირველი წარმატებული კიბერშეტევა იყო, რომელმაც ელექტროსადგურის გათიშვა გამოიწვია. 25 თებერვალს შიდასახელმწიფო უსაფრთხოების აშშ-ის დეპარტამენტმა კიბერშეტევა დაადასტურა. დეპარტამენტის ცნობით, მტკიცებები იმ უწყებებისა და ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგად გამოირკვა, რომელთაც კიბერშეტევის შედეგად დენის წყარო გაეთიშათ.

სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/961