რუსეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 19 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს

რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობამ, რომელთა შემოსავლები საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, 19 მილიონს გადააჭარბა.

რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მაქსიმ ტოპილინის განცხადებით, გასულ წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში 3 მილიონით გაიზარდა. მისივე თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა 70% ოჯახებია, რომელთაც ერთი ან ერთზე მეტი შვილი ჰყავთ.

რუსეთის სტატისტიკის სამსახრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის რეალური ხელფასი გასული წლის განმავლობაში 9,5%-ით შემცირდა. 2015 წლის მესამე კვარტალში მოსახლეობის საარსებო მინიმუმი 10 017 რუბლიდან 9 673 რუბალამდე შემცირდა.