როგორ იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს

"სამსუნგის" კუთვნილმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანია Smart Things-მა, მეცნიერებსა და ფუტუროლოგებს თემაზე - როგორ იცხოვრებს კაცობრიობა 2116 წელს - კვლევა ჩაატარებინა.

Smart Things Future Living Report-ის ანგარიშის თანახმად, ას წელიწადში ჩვენ წარმოუდგენლად მაღალ ცათამბჯენებში, უზარმაზარ წყალქვეშა ქალაქებსა და მიწის ქვეშ, 25 მეტრის სიღრმეზე ვიცხოვრებთ.

ჩვენი შთამომავლები გადაადგილებისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს გამოიყენებენ. ე.წ. დრონები ისეთივე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალება იქნება, როგორც დღეს ველოსიპედია.

"ჩვენი დღევანდელი ცხოვრება 1916 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა, მომდევნო ას წელიწადში, ისეთი "სეისმური" ცვლილებები მოხდება, რომელიც 2116 წლის ცხოვრებას ძნელად საცნობს გახდის", - ამბობს კვლევის მთავარი ავტორი პროფესორი მეგი ადერინ-პოკოკი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასი წლის შემდეგ 3D პრინტერებით დაიბეჭდება არა მხოლოდ ავეჯი, არამედ შენობები და საკვები პროდუქტებიც კი. რაც შეეხება კომუნიკაციას ადამიანებს შორის, შეხვედრები და თათბირები სამსახურში ჰოლოგრამების საშუალებით გაიმართება.

100 წლის განმავლობაში კაცობრიობა მოახდენს ჯერ მთვარის, შემდეგ კი მარსის კოლონიზაციას.

იხილეთ სრულად